Tuesday, April 12, 2011

დროის საზომი ერთეულები

დროის ძირითადი საზომი ერთეულია დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი - დღე-ღამე. ეს პერიოდი იყოფა ორ ნაწილად - დღედ და ღამედ (მათი ხანგრძლივობა იცვლება წლის განმავლობაში). თავდაპირველად თითოეულ მათგანს ყოფდნენ 12 თანაბარ ნაწილად - დღის საათებად და ღამის საათებად. შემდეგ მთელი დღე-ღამე დაყვეს 24 სტაბილურ საათად, საათი - წუთებად (საათის 1/60 ნაწილი) და წამებად (წუთის 1/60 ნაწილი).

თუ დროის აღრიცხვა ემყარება დედამიწის ბრუნვას ვარსკვლავების მიმართ, საქმე გვაქვს ვარსკვლავიერ დროსთან, ხოლო თუ მზის მიმართ ბრუნვაზეა დამყარებული, მაშინ - ჭეშმარიტ მზისიერ დროსთან.

No comments:

Post a Comment